თვითმფრინავი, რომლითაც “ბარსელონას” ხელმძღვანელები და მენეჯერები აპირებდნენ მადრიდში გადაფრენას, ვირთხებით იყო სავსე. ეს ამაზრზენი ინფორმაცია დღეს გავრცელდა. ამ შექმნილმა სიტუაციამ უამრავი პრობლემა შექმნა, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა.
თვითმფრინავს, რომელიც მიფრინავდა ბარსელონაში, რათა კლუბის ხელმძღვანელები და მენეჯერები ჩაეყვანა მადრიდში “ელ კლასიკოზე” დასასწრებად, მოუწია შეყოვნება “ბარახასის” აეროპორტში. საჰაერო ტრანსპორტში მყოფმა პირებმა შემოწმებისას ძრავში ვირთხების მთელ ჯგუფს მიაგნეს. ამის შემდეგ, მთელი ღამის მანძილზე მიდიოდა გაწმენდითი სამუშაობების ჩატარება.
თვითმფრინავის დეზინფექცია უმაღლეს დონეზე მოხდა, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობას მაინც სხვა საჰაერო ტრანსპორტის გამოყენება მოუწიათ.
