მარტინ ო’ნილმა, რომლისთვისაც ინგლისის პრემიერ–ლიგის მე–15 ტური დებიუტი იქნება, როგორიც “სანდერლენდის” მწვრთნელის, განაცხადა, რომ მას ყოველთვის მოსწონდა კატალონიის “ბარსელონას” სათამაშო სტილი. ო’ნილის თქმით, მისი სურვილია “სანდერლენდმაც” სწორედ ასე ითამაშოს.
“მე ყოველთვის მომწონდა “ბარსელონას” თამაშის სტილი. ძალიან მინდა, მომავალში “სანდერლენდმაც” ასეთი ფეხბურთი ითამაშოს. რა თქმა უნდა ამ დიდი გზის გასავლელად თავდაუზოგავი შრომაა საჭირო, თუმცა ყოველთვის კარგია რაღაც მიზნისკენ რომ მიისწრაფვი. ახლა მთავარია შემდეგი თამაშები მოვიგოთ, რათა საკუთარ თავში რწმენა დავიბრუნოთ. თავს არ დავზოგავთ კვირას “ბლექბერნის” დასამარცხებლად.” –განაცხადა ირლანდიელმა სპეციალისტმა.
