მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ძანეტი: “ბარსელონას” ძალიან გაუჭირდება”

ძანეტი: “ბარსელონას” ძალიან გაუჭირდება”

იტალიური “ინტერის” ლეგენდამ ხავიერ ძანეტიმ, განაცხადა, რომ იგი გაკვირვებულია მადრიდის “რეალის” ბრწყინვალე გამოსვლით ამ სეზონში. როდესაც მას ჰკითხეს მოახლოებულ “კლასიკოზე”, არგენტინელმა ფეხბურთელმა თქვა, რომ კატალონიის “ბარსელონას” ძალიან გაუჭირდება სასურველი შედეგის მიღწევა.

 

“გაოგნებული ვარ “რეალის” შესანიშნავი სტარტით ამ სეზონში. “ბარსელონას” მართლაც რომ გაუჭირდება მატჩის იმ შედეგით დასრულება, რომელიც მათ სურთ. საბოლოო ჯამში, ვიმედოვნებ სანახაობრივი და დაძაბული დაპირისპირება იქნება.” –ციტირებს ძანეტის სიტყვებს “ინტერის” ოფიციალური საიტი.

 

როგორც მოგეხსენებათ, “რეალს” 37 ქულა აქვს, ხოლო “ბარსას”–34. ასევე აღსანიშნავია, რომ “ლურჯ–ბროწეულისფერებს” ერთი შეხვედრით მეტი აქვთ ჩატარებული, ვიდრე “თეთრებს.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში