მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფანებმა სესკი სათადარიგოთა სკამზე დასვეს

ფანებმა სესკი სათადარიგოთა სკამზე დასვეს

ცნობილმა ესპანურმა სპორტულმა ჟურნალმა “სპორტი”, გულშემატკივრებს შორის ჩაატარა გამოკითხვა, თუ ვინ სურდათ მათ საწყის თერთმეტეულში. როგორც სურათზე ხედავთ, კულეებმა ძირითადში ოთხი ისეთი მცველი დააყენეს, რომლებიც ერთ დროს შეუცვლელად გამოდიოდნენ, ხოლო ამ ბოლო დროს ტრავმების გამო ხშირად ვეღარ ახერხებენ ერთად თამაშს. ამ დროისათვის ალვეშიც, პუიოლიც, პიკეც და აბიდალიც სრულ მზადყოფნაში არიან და ერთი სული აქვთ გავიდნენ მოედანზე. რაც შეეხება ნახევარდაცვას, აქაც “ძველი მეგობრები” დგანან. ბუსკეტსი, ჩავი და ინიესტა შეუცვლელია მოედნის ცენტრში. ასევე საინტერესოა თავდასხმაში სანჩესის და ვილას ერთად გამოჩენა. იმას წყალი არ გაუვა, რომ მესი ძირითადში იქნება. რაც შეეხება დავიდს და ალექსისს, მათი ერთდროულად ხილვა ძალიან კარგი იქნება. როგორც ხედავთ, ფანების გადაწყვეტილებით სესკიც და პედროც სათადარიგოთა სკამზე იჯდებიან, ისევე როგორც კუენკა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში