ჰოლანდიის ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა თავდამსხმელმა იოჰან კრუიფმა ისაუბრა ესპანეთის ნაკრების შანსებზე სამხრეთ აფრიკაში.
“ყველამ ვიცით, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ხანმოკლე ტურნირია. ნებისმიერი შეცდომა და პირდაპირ სახლში ბრუნდები, მაგრამ არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, რომ გემახსოვრება შენი თავი მსოფლიო ჩემპიონატზე. “ბარსამ” წელს იმდენი ტიტული ვერ მოიგო, რამდენი შარშან, მაგრამ ხალხი მაინც ამაყობს ამ გუნდით. რატომ? ყველაფერი ძალიან მარტივია. თავიდან ხალხისთვის თამაშობ, შემდეგ კი შედეგებზე იწყებ ზრუნვას.
ახლა, როდესაც ესპანეთის ნაკრები სამხრეთ აფრიკაში მიდის, “ბლაუგრანას” ბევრი გულშემატკივარი სწორედ მათ უგულშემატკივრებს სათამაშო სტილისა და იმის გამო, რომ ესპანელთა შემადგენლობაში ბევრი “ბარსელონელია”. მსოფლიო ჩემპიონატზე ყველა მატჩი ფინალია. არ უნდა დაგვავიწყდეს თამაშის სტილი. უყურებ ხავის და ფიქრობ: “ეს “ბარსას” ფეხბურთელია”. ხედავ ინიესტას და მასზეც იგივეს ფიქრობ. ასევე პიკეზე, პუიოლზე, ბუსკეტსზე და პედროზე. ამ თემთხვევაში გვარდიოლას “ბარსა” მხოლოდ მაგალითი არ არის.საქმე მხოლოდ მათ არ ეხებათ. უყურებ ვილას, სილვას, მატას, ხაბი ალონსოს და ფიქრობ: “თითოეულ მათგანშია “ბარსა”, ამიტომ ნაკრებში შემთხვევით მოხვედრილი ფეხბურთელები არ არიან”, – კრუიფის სიტყვებს ციტირებს El Periodico.
წყარო: Sports.ru



