“ბარსელონას” ყოფილ ფეხბურთელს სერხი ბარხუანს სურს, რომ სამწვრთნელო კარიერა წამოიწყოს. 40 წლის ესპანელმა განაცხადა, რომ იგი ვერ გაუმკლავდება ისეთი გუნდების მწვრთნელობას, როგორიც “ბარსელონაა”, ამიტომ იგი გვარდიოლას ურჩევს “ბარსელონაში” კიდევ დიდი ხნით დარჩეს.
“მსურს, რომ ჩემი სამწვრთნელო კარიერა წამოვიწყო. მზად ვარ სათავეში ჩავუდგე ნებისმიერ საშუალო დონის გუნდს. დავთანხმდები თუ არა “ბარსელონას” მწვრთნელობაზე? ამაზე ფიქრი ჯერ ადრეა. მე ჯერ უნდა შევიძინო გამოცდილება, რათა ამხელა გუნდის მწვრთნელი გავხდე. ვერ ავიღებ ამხელა პასუხისმგებლობას, შეიძლება ჩემი გამოუცდელობით ზიანი მივაყენო გუნდს, ამიტომ გვარდიოლას ვურჩევ, რომ კატალონიურ გუნდში კიდევ ბევრი ხანი დარჩეს. ეს ჩემი სურვილიც გახლავთ.” –განაცხადა სერხიმ.
