მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დელ ბოსკე: ”ტაქტიკური გადაწყვეტილება გვარდიოლამ უნდა მიიღოს”

დელ ბოსკე: ”ტაქტიკური გადაწყვეტილება გვარდიოლამ უნდა მიიღოს”

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ ”ელ კლასიკოს” შესახებ კომენტარი გააკეთა.

დელ ბოსკე თვლის, რომ პეპ გვარდიოლამ არ უნდა შეცვალოს გუნდის სტილი ”რეალთან” მატჩის წინ: ”როცა მე ”რეალს” ვწვრთნიდი ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში, ”ბარსელონასთან” 3 მცველით ვითამაშე და შევძელით ტიტულის მოგება. კატალონიელებს ტაქტიკის არჩევის რამდენიმე ვარიანტი აქვთ და არჩევანი გვარდიოლაზეა”.

ვისენტემ ”რეალიდან” წასვლის შესახებაც გაიხსენა: ”ჩემი პრობლემები ”რეალთან” პირადულ ხასიათს წარმოადგენდა. მომხდარის შეფასება არ ღირს. თუკი ფლორენტინო პერესს შევხვდები მივესალმები”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში