მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“სანტოსის” პრეზიდენტი ბარსელონაში იმყოფება

“სანტოსის” პრეზიდენტი ბარსელონაში იმყოფება

ლუის ალვარო დე ოლივეირა რიბეირო კატალონიის დედაქალაქში სამშაბათს ჩავიდა. “სანტოსის” პრეზიდენტის პოსტზე ხელმეორედ არჩევის შემდეგ რიბეირომ დასვენება გადაწყვიტა. ბარსელონას შემდეგ იგი სინგაპურში გაემგზავრება და იქ ორ დღეს დაჰყოფს, ხოლო მოგვიანებით მიაშურებს იაპონიას, სადაც მისი გუნდი მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში.

 

“სანტოსის” პრეზიდენტმა გუშინდელი დღე ბარსელონას ღირშესანიშნაობების დათვალიერებას დაუთმო. საგრადა ფამილიას, პასეო დე გრასიას, ლას რამბლასისა და გოთიკური უბნების ნახვის შემდეგ, რიბიერომ “კამპ ნოუს” მონახულება გადაწყვიტა. იგი აღფრთოვანდა ნანახით, დაწყებული “ბარსას” მუზეუმით, დამთავრებული მაღაზიით. თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ რიბეირო სანდრო როსელსაც შეხვდებოდა, თუმცა მოგვიანებით გეგმები შეიცვალა, რადგან პრეზიდენტების შეხვედრა ავტომატურად გამოიწვევდა პრესაში ნეიმარის თემის განხილვას.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში