“ბარსელონა” იაპონიაში შემდეგ კვირას გაემგზავრება, რათა მონაწილეობა მიიღოს კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატში. მიუხედავად იმისა, რომ კატალონიელებს ძალიან უნდათ ამ ტიტულის მოპოვება, მათ მაინც შექმნეს ვიდეო, სადაც ისინი მხარს უჭერენ მიწისძვრა გადატანილ იაპონელებს. ვიდეოს გაკეთებაში მონაწილეობა მიიღეს მესიმ, ჩავიმ, ინიესტამ, სესკმა და ალვეშმა. ისინი იაპონიურ ენაზე ამბობენ: “ბარსელონა” მხარს უჭერს იაპონელ ხალხს.”
