მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინიესტამ “ალბასეტეში” ფული ჩადო

ინიესტამ “ალბასეტეში” ფული ჩადო

კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელმა ანდრეს ინიესტამ გადაწყვიტა დაეხმაროს ესპანეთის მესამე დივიზიონში მოასპარაზე გუნდ “ალბასეტეს”. ესპანელმა მოთამაშემ გუნდში ფული ჩადო და იმედი აქვს, რომ ისინი ამ მხრივ მაინც მოახერხებენ კრიზისის დაძლევას და აღზევდებიან უფრო მაღალ დივიზიონში.

2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ერთადერთი გოლის ავტორმა “ალბისეტეს” აქციები 420 ათას ევროდ შეიძინა. ამის დამსახურებით, ინიესტას მამა ხოსე ანტონიო შესაძლოა შევიდეს კასტილიელების დირექტორთა ჯგუფში.

როგორც მოგეხსენებათ, ინიესტა 12 წლამდე სწორედ ამ გუნდის საბავშვო საფეხბურთო სკოლაში დადიოდა, რის შემდეგაც “ბარსელონას” მესვეურებმა აღმოაჩინეს და წაიყვანეს კატალონიაში.

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში