მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლას 150–ე ოფიციალური გამარჯვება

გვარდიოლას 150–ე ოფიციალური გამარჯვება

სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში “ბატესთან” გამარჯვების (4:0) შემდეგ, კატალონიის “ბარსელონამ” ხოსეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით 150–ე ოფიციალური შეხვედრა მოიგო. პეპის მწვრთნელობისას 208 ჩატარებული მატჩიდან, კატალონიელებმა 72.1%–ში სამი ქულა მოიპოვეს.

 

ამ სეზონში გუნდმა 18 თამაში მოიგო, 6 დაასრულა ფრედ და მხოლოდ 1 წააგო. “ბარსამ” ესპანეთის პრიმერა დივიზიონში 10–ჯერ გაიმარვა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში – 5–ჯერ. კატალონიელებმა ესპანეთის სუპერთასზე, თასზე და ევროპის სუპერთასზე თითო–თითო მოგება მოიპოვეს. მათი საშუალო გოლების გატანის მაჩვენებელი თითქმის სამია, რაც ნამდვილად ბრწყინვალე შედეგია და გვარდიოლას ხანაში სეზონის საუკეთესო დასაწყისიც.

 

“ბარსელონამ” 2008/09 წლების სეზონში 62 მატჩიდან 42–ში გამარჯვება მოიპოვა. რაც შეეხება 2009/10 წლების სეზონს, მათ 59 გამართული შეხვედრიდან ასევე 42–ჯერ დაამწუხრეს მოწინააღმდეგე. კატალონიელებმა შედეგი 2010/11 წლებში გააუმჯობესეს, როცა 45–ჯერ აიღეს სამი ქულა 62 დაპირისპირებაში.

 

პეპის ერაში 150 მოგებასთან (72.1%) ერთად კლუბს 40 ფრე (19.2%) და 18 წაგება (8.7%) აქვს. ეს სტატისტიკა ძალიან კარგი მაგალითია იმისა, რომ “ბარსელონა” ბოლო რამდენიმე წელიწადია აშკარად დომინირებს მსოფლიოს ფეხბურთში.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში