მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პუიოლი ორანგუტანებს დაეხმარება

პუიოლი ორანგუტანებს დაეხმარება

კატალონიის “ბარსელონას” კაპიტანმა კარლეს პუიოლმა, გადაწყვიტა მიიღოს მონაწილეობა სპეციალურ პროგრამაში, რომელიც ეხმარება ორანგუტანებს. როგორც მოგეხსენებათ, მაიმუნის ეს ჯიში გადაშენების პირასაა.

33 წლის ფეხბურთელი ყველანაირად ეცდება დაეხმაროს ამ ცხოველებს და შეუნარჩუნოს ისინი დედამიწას. მან ასევე მონაწილეობა მიიღო სპეციალურ ვიდეო რგოლში, სადაც იგი ამბობს: “ისინი ჩემთვის მნიშვნელოვანები არიან, თქვენთვის?”

როგორც მოგეხსენებათ, დედამიწაზე სულ რაღაც 66 ათასამდე ორანგუტანია დარჩენილი. გამოთვლების შემდეგ დადგინდა, რომ შესაძლოა ისინი უახლოეს 20 წელიწადში გადაშენდნენ. სწორედ ამიტომ შეიქმნა სპეციალური პროგრამა მათ დასახმარებლად. პუიოლის მხრიდან ასეთ პროგრამაში მონაწილეობის მიღება ნამდვილად დასაფასებელია.

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში