მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინიესტა: “პრიმერაში შეცდომების ლიმიტი ძალიან მცირეა”

ინიესტა: “პრიმერაში შეცდომების ლიმიტი ძალიან მცირეა”

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” შემტევმა ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ, განაცხადა, რომ აუცილებლად უნდა იბრძოლონ ყველა იმ ტურნირში, რომელშიც ასპარეზობენ. იტყობინება კლუბის სპორტული არხი “ბარსა ტვ”.

 

“პრიმერა დივიზიონში შეცდომების ლიმიტი ძალიან მცირეა. სულ მალე ჩვენ უნდა შევხვდეთ მადრიდის “რეალს”. ყოველ ახალი სეზონი ახალი გამოწვევაა. ყველა იმ ჩემპიონატში ვცდილობთ გამარჯვებას, რომელშიც ვასპარეზობთ. სხვაგვარად არც შეიძლება, როცა “ბარსელონას” ღირსებას იცავ”. ამბობს მსოფლიოს ჩემპიონი.

 

“გუნდი ცუდად არ გამოიყურება, თუმცა პროგრესი აუცილებლად გვჭირდება. ლიდერის სტატუსი სწორედ ამაზეა დამოკიდებული”. დაასრულა ანდრეს ინიესტამ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში