მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სესკი: “გასულ სეზონში “ბარსელონაში” გადასვლაზე არ ვფიქრობდი”

სესკი: “გასულ სეზონში “ბარსელონაში” გადასვლაზე არ ვფიქრობდი”

 

კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელმა სესკ ფაბრეგასმა, განაცხადა, რომ გასულ სეზონში ლონდონის “არსენალის” შემადგენლობაში ყოფნისას ბოლომდე იხარჯებოდა და არ ფიქრობდა თუ რა მოხდებოდა მომავალში.

 

“ჩემს თავს მოდუნების უფლებას არცერთი წამით არ ვაძლევდი, რადგან ზუსტად არ ვიცოდი რა მოხდებოდა მომავალში. მე ვიყავი “არსენალის” ფეხბურთელი და არ ვფიქრობდი სხვა კლუბში გადასვლაზე. ძალიან მაწუხებს ის ფაქტი, რომ ბევრი საპირისპიროს ამტკიცებს. ერთადერთი ფაქტი, რაც მიშლიდა ხელს თამაშში იყო ხშირი ტრავმები, მაგრამ ვგონებ ჩემთვის მაინც კარგი იყო გასული სეზონი, ვინაიდან და რადგანაც 9–ჯერ ავიღე მოწინააღმდეგის კარი და 20 შედეგიანი გადაცემის გაკეთებაც მოვახერხე.” –განაცხადა ფაბრეგასმა.

 

ესპანელი ნახევარმცველი ჩინებულად შეეწყო “ბარსას” და როგორც გუნდთან ერთად, ისე ინდივიდუალურად ახალ–ახალ რეკორდებს ამყარებს.

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში