მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბართომეუ: “კლასიკო” გადამწყვეტი არ იქნება”

ბართომეუ: “კლასიკო” გადამწყვეტი არ იქნება”

კატალონიის “ბარსელონას” ვიცე–პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბართომეუმ კმაყოფილება გამოთქვა “რაიო ვალიეკანოსთან” მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ (4:0) და მან ეს ფაქტი მონათლა, როგორც ბრწყინვალე პასუხად “ხეტაფესთან” ცუდი გამოსვლის შემდეგ.

“ფეხბურთელები არ ფიქრობდნენ “რეალთან” ჩასატარებელ მატჩზე და სწორედ ეს გახდა ჩვენი ბრწყინვალე გამოსვლის უმთავრესი მიზეზი. ძალიან კმაყოფილი ვარ შედეგით. მართალია მადრიდელები “ბარსას” მთავარი კონკურენტები არიან, მაგრამ მათთან დაპირისპირებაზე ჯერ არ ვფიქრობთ. კარგი იქნება, თუ “თეთრები” თავის თამაშებს ჩაატარებენ და ჩვენ ჩვენსას. ისე კი, ამ მომენტისათვის “კლასიკო” არაფერს გადაწყვეტს, რადგან პრიმერა დივიზიონი გრძელდება და მათემატიკურად რომ ვიმსჯელოთ, თუ ყველა დარჩენილ შეხვედრაში გავიმარჯვებთ, ტიტულსაც დავეუფლებით.” –განაცხადა ბართომეუმ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში