კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელმა ანდრეს ინიესტამ, შეაჯამა გუნდის გამოსვლა ამ სეზონის მიხედვით და თქვა, რომ ისინი ძალიან კარგად თამაშობენ საშინაო შეხვედრებში, ხოლო რაც შეეხება სტუმრად გამართულ ჩავარდნილ მატჩებს, კლუბმა ამის გამოსწორებაზე ზრუნვა უკვე დაიწყო.
“ჩვენ “კამპ ნოუზე” ამ სეზონში ბრწყინვალედ ვთამაშობთ. მართალია გასვლით შეხვედრებში ჩავარდნა გვქონია, მაგრამ გუნდი ამის გამოსწორებაზე უკვე ზრუნავს და აუცილებლად გავაუმჯობესებთ შედეგს. ნელ–ნელა ახლოვდება მატჩი მადრიდის “რეალთან” და პრაქტიკულად შეცდომის დაშვების უფლება აღარ გვაქვს, რადგან ისინი ისედაც პრიმერა დივიზიონის სათავეში არიან და აუცილებელია მათ წინააღმდეგ ჩვენთვის სასარგებლო შედეგის მიღწევა.” –ციტირებს ინიესტას სიტყვებს “ბარსელონას” ოფიციალური ტელეარხი.
შეგახსენებთ, რომ “ლურჯ–ბროწეულისფერებმა” საკუთარ კედლებში ლა ლიგაში სულ 8 მატჩი გამართეს, საიდანაც 7 მოიგეს. ბურთების შეფარდება კი 34:0–ია. მათთვის გოლის გატანა ჯერჯერობით ვერავინ მოახერხა.
