83 წლის ასაკში სიცოცხლეს გამოემშვიდობა კატალონიის “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი რიკარდ ლაბელია. იგი 1928 წლის 17 სექტემბერს დაიბადა ქალაქ ბარსელონაში და იქვეც დაიწყო ამ სპორტში მოღვაწეობა თამაში. ლამელია “ბარსას” ბავშვთა საფეხბურთო სკოლაში დადიოდა.
ფიზიკურად ძლიერმა მარჯვენა მცველმა ვერა და ვერ მოახერხა “ბლაუაგრანას” პირველ გუნდში ადგილის დამკვიდრება და სულ 5 მატჩის ჩატარება მოახერხა. ეს იყო 1950/51 წლების სეზონის დასაწყისისას. ამის შემდეგ იგი “ერკულესში” გადავიდა, გუნდში, რომელიც იმ დროისათვის რეგულარულად გამოდიოდა პრიმერა დივიზიონში. ასევე ლაბელია 2000–დან 2003 წლამდე იყო “ბარსას” ფეხბურთელთა საბჭოს ხაზინადარი.
მივუსამძიმროთ ყოფილი ფეხბურთელის ოჯახს და გავიზიაროთ მათი მწუხარება.
