ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე–17 ტურის გადმოტანილ მატჩში, კატალონიის “ბარსელონამ” “რაიო ვალიეკანო” საკუთარ მოედანზე 4:0 გაანადგურა და კიდევ ერთი ახალი რეკორდი დაამყარა. ხოსეპ გვარდიოლას შეგირდები უკვე ზედიზედ 11 თამაშია “კამპ ნოუზე” მოწინააღმდეგეს გოლს არ ატანინებენ. “ლურჯ–ბროწეულისფერებმა” გააუმჯობესეს “კორდობას” (1964/65) და “ატლეტიკის” (1970/71) მიღწევები, რომლებსაც ერთი–მეორეზე მიყოლებით 10 საშინაო მატჩი ჰქონდათ მშრალად დასრულებული. “ლა ლიგაში” “ბარსამ” ბოლო გოლი საკუთარ მოედანზე ჯერ კიდევ აპრილში, “ალმერიასთან” შეხვედრაში გაუშვა.
ასევე საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ამ სეზონში ვინც “ბარსელონას”, სხვა გუნდებთან შედარებით, წინააღმდეგობა გაუწია ბურთის ფლობის მხრივ (“რაიო ვალიეკანო”, “ატლეტიკო”, “სარაგოსა”, “მალიორკა”) მინიმუმ 4 უპასუხო გოლი გაუშვა.



