კატალონიური კლუბის მწვრთნელებმა ტაკეფუსა იაპონიაში მდებარე “ბარსას” ერთ–ერთ სკოლაში თამაშისას შენიშნეს. იგი პირველ სეზონს ატარებს ევროპაში და უკვე მოიპოვა ბელგიაში ჩატარებული ახალგაზრდული ტურნირის, საუკეთესო მოთამაშის წოდება. მას ძალიან დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ სპეციალისტები და ზოგიერთმა მათგანმა იგი მომავალ მესიდაც შერაცხა.
