მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ხოსეპ გვარდიოლას პრეს-კონფერენცია

ხოსეპ გვარდიოლას პრეს-კონფერენცია

ხოსეპ გვარდიოლას შეგირდებმა დაივიწყეს ის მარცხი, რომელიც მათ წინა ტურში განიცადეს “ხეტაფესთან” და ახლა სრულად არიან კონცენტირებულნი “რაიო ვალიეკანოსთან” გასამართ მატჩზე. პეპმა პრეს-კონფერენცია გამართა და ფეხბურთელებს სრული ნდობა გამოუცხადა: “ფეხბურთელები თავს კარგად გრძნობენ, ისინი არიან ადამიანები, რომლებიც ნებისმიერ სიტუაციაში თავს მხნედ გრძნობენ. წაგებას მათთვის ხასიათი არ გაუფუჭებია. დიახ, ძალიან რთულია, როდესაც ასეთი წარუმატებელი გამოსვლა გვაქვს სეზონის სტარტზე, თუმცა მე ასეთ რამეს ველოდი ჩემი მწვრთნელობის მეორე ან მესამე წელს, მაგრამ ბიჭებმა ყველაფერს კარგად გაართვეს თავი. სხვაობის შესამცირებლად ცდას არ მოვაკლებთ”.

 

საჭირო ძალისხმევა

 

ხოსეპ გვარდიოლამ გაიხსენა ის სიტყვები, რომელიც მან წარმოთქვა მწვრთნელად დანიშვნის დღეს: “ჩვენ ვაპირებთ ვიშრომოთ დაუზარელად ბოლომდე. ხალხი შეიყვარებს ჩვენს კლუბს და იამაყებენ ამით. ერთადერთი, რასაც ვთხოვ ფეხბურთელებს არის ძალისხმევა”. ამ სიტყვებით გამოჩნდა პეპის მიზანი: “პრობლემა უნდა გადაიჭრას ისე, როგორც ამას აკეთებენ “ბარსას” ფეხბურთელები ყოველდღე. ნამდვილად არ ვიცი გავხდებით თუ არა ჩემპიონები. ვცდით თუ არა ჩემპიონობას? დამეწმუნეთ, კი!”.

 

“ბარსას” კარგი სათამაშო დონე

 

გვარდიოლამ, გასვლითი შეხვედრების სირთულეების გარდა, ისაუბრა გუნდის მიერ აღებულ გეზზე, რომელიც ძალიან კარგია: “წელს იყო მომენტები, სადაც ბევრად უკეთ ვიასპარეზეთ, ვიდრე წინა წელს. ორი ტიტული მოვიგეთ უძლიერესი გუნდების წინააღმდეგ ბრძოლაში, გავინაღდეთ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველობა და ეროვნულ ჩემპიონატში მეორე ადგილზე ვართ. ვიცით, რომ კარგ დონეზე ვასპარეზობთ, თუმცა ეს არ არის საჭირო პირველობისთვის. ამ დროისთვის მადრიდს ჩვენზე უკეთესი შედეგი აქვს, ისინი 6 ქულით გვისწრებენ”.

 

ის არ ფიქრობს “კლასიკოზე”

 

მიუხედავად იმისა, რომ გვარდიოლას გუნდი 6 ქულით ჩამორჩება პირველადგილოსანს, იგი ოპტიმისტურადაცაა განწყობილი და რეალისტურადაც: “მადრიდში გამგზავრებამდე უამრავი მატჩია ჩასატარებელი და თუ “თეთრები” ფორმას შეინარჩუნებენ ძალიან გაგვიჭირდება. მათ დიდი ხანია არ მოუგიათ ტიტულები, ამიტომაც ყოველ მატჩს ისე უყურებენ, როგორც ფინალს. “ბარსელონას” რამდენიმე გუნდთან უწევს მატჩი და ვნახოთ, შევძლებთ თუ არა მადრიდელებზე უკეთ ჩავატაროთ “კლასიკომდე” გასამართი შეხვედრები”.

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=_D-SPcNFBmw]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში