მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლა: “წინ კიდევ ბევრი მატჩია ჩასატარებელი”

გვარდიოლა: “წინ კიდევ ბევრი მატჩია ჩასატარებელი”

 

კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ, დღევანდელი მარცხის შემდეგ განაცხადა, რომ პრიმერა დივიზიონში კიდევ ბევრი მატჩია ჩასატარებელი და არაფერია გადაწყვეტილი და დამთავრებული. პეპის თქმით, მისმა ფეხბურთელებმა, უშუალოდ ამ შეხვედრაში ყველაფერი გააკეთეს.

 

“პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ წინ კიდევ ბევრი შეხვედრა გვაქვს გასამართი და ჩვენ აუცილებლად დავდგებით ფეხზე და გავაგრძელებთ წარმატებების მიღწევას. რაც შეეხება უშუალოდ დღევანდელ მატჩს, ჩვენ კარგად ვითამაშეთ და ვფიქრობ მეტოქემ ამ მხრივ ვერ გვაჯობა, მაგრამ მათ გაიმარჯვეს და ვალდებულები ვართ მივულოცოთ. თავიდანვე ვიცოდით, რომ “ხეტაფე” ზედმიწევნით კარგად თამაშობდა დაცვაში. პირველ ტაიმში, “ბარსელონა” დიდ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა და შეგვეძლო ღია ადგილების პოვნა, ხოლო შემდეგ, როცა გოლი გავუშვით ყველაფერი შეიცვალა. როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, უფრო გვიჭირდა ბურთის კონტროლი და აქეთ–იქით თავისუფლად მოძრაობა. ჩვენ შევეცადეთ “გაგვეხსნა” მატჩი დანი ალვესით და სხვა ვინგერებით. ამ მარცხს ფეხბურთელებს ვერ დავაბრალებ, რადგან მათ ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ.” –ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს “ბარსელონას” ოფიციალური საიტი.

 

პეპს ასევე ჰკითხეს, თუ რას ფიქრობდა იგი მატჩის მთავარ მსაჯზე, მაგრამ როგორც ყოველთვის, მან ამის შესახებ კომენტარი არ გააკეთა და არბიტრზე არაფერი თქვა.

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში