მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
არაფერია დასრულებული, ყველაფერი ახლა იწყება…

არაფერია დასრულებული, ყველაფერი ახლა იწყება…

 

 

…”ბარსელონამ” “ხეტაფესთან” სტუმრად წააგო. ზოგი ამის მიზეზად იმას თვლის, რომ ბოლო შეხვედრას, სადაც კატალონიური გრანდი დამარცხდა ზუსტად იგივე ადამიანი მსაჯობდა ვინც დღეს, ფერნანდო ტეიჩეირა. ზოგი ამბობს, რომ გუნდი უბრალოდ დაღლილი იყო ჩემპიონთა ლიგაზე “მილანთან” მოპოვებული ბრწინვალე გამარჯვების შემდეგ. ზოგი მიიჩნევს, რომ “ბარსას” არ გაუმართლა. ზემოთ მოყვანილი ყველა არგუმენტი კარგია, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არ იყო ის თამაში, რომელსაც “ბარსა” ჩვეულებრივ აჩვენებს ხოლმე. ფეხბურთელები მშვიდად იყვნენ და ისვენებდნენ. მათ არ ეტყობოდათ არაფერი გოლის წყურვილისა და მოგებისა მანამ, სანამ საკუთარ კარში არ მიიღეს გოლი, მაგრამ უკვე ცოტა დრო იყო დარჩენილი. ბურთის ფლობას თუ შევხედავთ, “ბლაუგრანას” სასარგებლოდ 70% 30%–ზეა და შეიძლება ვიფიქროთ, რომ “ხეტაფე” არ იმსახურებდა გამარჯვებას, თუმცა ფაქტი სახეზეა: მასპინძლები პირველი წუთიდან 94–ე წუთამდე სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოდნენ და მოგებაც დაიმსახურეს.

 

ამ ყველაფერმა გულშემატკივარი ძლიერ დაამწუხრა. ზოგიერთმა მათგანმა უკვე დაიწყო საუბარი, რომ პრიმერა დივიზიონის მოგებაზე “ბარსელონამ” აღარ უნდა იოცნებოს და, რომ 6 ქულიანი ჰანდიკაპი ძალიან დიდია და “რეალი” უკვე აღარაფერს დათმობს და მათ შეუძლიათ ახლავე დაიწყონ ზეიმი. მინდა გითხრათ, რომ ცდებით. ჯერ მხოლოდ ნოემბერია და ყველაფერი წინაა. აშკარაა, რომ გუნდმა უნდა მოუმატოს და გააუმჯობესოს თამაშის ხარისხი, რისი იმედიც, ამ დონის ფეხბურთელების შემხედვარე, ნამდვილად უნდა გვქონდეს. “ელ კლასიკომდე” ორი მატჩი გველის, რომლებიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ, ხოლო შემდეგ მადრიდში გავემგაზვრებით და… აი იქ კი ნამდვილი ბრძოლა გველის. “რეალი” მართლაც ბრწყინვალე ფორმაშია, თუმცა ხოსეპ გვარდიოლას შეგირდები თავებს არ დაზოგავენ და მოედანზე ყველაფერს დადებენ, რათა საკუთარ მხარეში გამარჯვებულები დაბრუნდნენ. პეპის ხანა ჯერ არ დასრულებულა, პირიქით ყველაფერი ახლა იწყება. რა გგონიათ, ლა ლიგაში ამ არასახარბიელო სტარტის შემდეგ “ბარსა” ასე უბრალოდ დანებდება და მოეშვება? არა, მოთამაშეები უფრო მოტივირებულნი გააგრძელებენ ბრძოლას, რადგან იციან, რომ მათ უსწრებს მთავარი მეტოქე, მთავარი მტერი, მადრიდის “რეალის” სახით.

 

როგორც კულეებმა, ჩვენ ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ. მოგებისას და წაგებისას გუნდი ერთნაირად უნდა ვანუგეშოთ. რა თქმა უნდა შეიძლება ზოგჯერ ნაწყენი დავრჩეთ, ხშირად ვინერვიულოთ, მაგრამ მარცხმოსურნეები არასოდეს არ უნდა ვიყოთ. ასე რომ, უბრალოდ უქომაგეთ მსოფლიოში საუკეთესო კლუბს, რომელიც ულამაზეს ფეხბურთს აჩვენებს. გიხაროდეთ, რომ “ბარსელონას” ქომაგები ხართ და ამ დროში ცხოვრობთ… დროში, რომელშიც “ბარსა” და მისი ფეხბურთელები სასწაულებს ჩადიან და სიამოვნებას გვანიჭებენ თავისი თამაშით. მთავარია უბრალოდ დაიხსომოთ, რომ თქვენ ხართ იმ გუნდის ფანი, რომელიც მეტია ვიდრე გუნდი.

 

Mes Que un Club!!!

 

Visca el Barca y Visca Catalunya!!!

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში