მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ხეტაფე”–”ბარსელონა”. საინტერესო ფაქტები

“ხეტაფე”–”ბარსელონა”. საინტერესო ფაქტები

“ხეტაფესა” და “ბარსელონას” შეხვედრაში (1:0) რამდენიმე საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა.

 

1) ხოსეპ გვარდიოლამ არ შეიყვანა განაცხადში კარლეს პუიოლი და სესკ ფაბრეგასი. როგორც ჩანს, “ბარსელონას” კაპიტანმა უბრალოდ დაისვენა, ხოლო რაც შეეხება ლონდონის “არსენალიდან” გადმოსულ ფეხბურთელს, მას მარცხენა ბარძაყში აწუხებს ტკივილები.

 

2) ამჯერად მწვანე მაისურმა არ მოიტანა ის იღბალი და წარმატება, რაც ჩემპიონთა ლიგის მატჩში “მილანთან”. კატალონიელები მოედანზე თავისი მესამე ფორმით მეორედ გავიდნენ და იტალიურ გრანდთან გამარჯვების შემდეგ “ხეტაფესთან” მარცხი იწვნიეს.

 

3) მაქსველმა როგორც იქნა გაიხსენა რა არის ყვითელი ბარათი. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ბოლოს გაფრთხილება 2010 წლის 13 ნოემბერს მიიღო, როდესაც მისი გუნდი “ვილიარეალს” უწევდა წინააღმდეგობას.

 

4) ტიტო ვილანოვას არ ყოფნაში (როგორც მოგეხენებათ, მას ყელის არეში კიბო აღმოუჩინეს და ოპერაცია გაიკეთა) ხოსეპ გვარდიოლას დამხმარედ უკვე მეორედ მოგვევლინა ხუან კარლოს უნზუე. მისი ამ საქმეში “მილანთან” მატჩში დებიუტი წარმატებული გამოდგა, თუმცა ახლა ყველაფერი პირიქით მოხდა.

 

5) სერხიო ბუსკეთსმა და ხერარდ პიკემ პრიმერა დივიზიონის ამ სეზონში უკვე ოთხ–ოთხი ყვითელი ბარათები მიიღეს. როგორც მოგეხსენებათ, ორი ტურის შემდეგ “ბარსელონას” “რეალთან” აქვს სათამაშო და ზემოთ ნახსენები ესპანელი ფეხბურთელები ფრთხილად უნდა იყვნენ, რათა არ მოუწიოთ ამ უმნიშვნელოვანესი მატჩის გამოტოვება. ასევე შესაძლებელია, რომ “რაიოსთან” დაპირისპირებაში მათ თვითნებურად აიკიდონ რიგით მეხუთე გაფრთხილებები და გამოტოვონ მომდევნო მატჩი “ლევანტეს” წინააღმდეგ; ამის შემდეგ კი მადრიდულ გრანდს მშვიდად შეხვდებიან.

 

6) “ბარსელონას” დღემდე ზედიზედ 43 გასვლით შეხვედრაში ჰქონდა გოლი გატანილი. 19 თვის შემდეგ ისინი კიდევ ერთხელ დარჩნენ უგოლოდ. ბოლო მატჩი, სადაც კატალონიელებმა სტუმრად მეტოქის კარი ვერ აიღეს იყო “ესპანიოლთან”, 2010 წლის 17 აპრილს.

 

7) “ბლაუგრანას” 27 მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა. ბოლო შეხვედრაში, რომელიც მათ წაგებული ჰქონდათ, მსაჯი სწორედ ფერნანდო ტეიშეირა იყო. ახლაც ამ არბიტრის მიერ განსჯილი დაპირისპირება და “ლურჯ–ბროწეულისფერები” კვლავ წაგებულები დარჩნენ.

 

8) ალბათ ყველაზე საინტერესო ფაქტი ისაა, რომ რამდენჯერაც “ბარსას” თამაშში მონაწილეობა მიიღო კარლეს პუიოლმა, იმ შეხვედრების 85% მოიგო გუნდმა, ხოლო როდესაც კაპიტანი არ იყო, “ლურჯ–ბროწეულისფერებმა” მხოლოდ მატჩების 54%–ში გაიმარჯვეს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში