მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ხეტაფე”–”ბარსელონა”. ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

“ხეტაფე”–”ბარსელონა”. ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

დღევანდელი დაპირისპირების შემდეგ, “ბარსელონას” ბევრმა ფეხბურთელმა გააკეთა კომენტარი და ისაუბრა მატჩის შესახებ.

 

ხერარდ პიკე: “დარწმუნებული ვარ, რომ გუნდი თავს არ დაზოგავს და ბოლომდე იბრძოლებს ჩემპიონობისთვის. მთავარია გულშემატკივარს სჯეროდეს ჩვენში. წინ კიდევ უამრავი მატჩია გასამართი და ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რათა ქულების მაქსიმუმი ავიღოთ. ამ წუთისათვის, “რეალი” ცოტა უკეთესად გამოდის, ვიდრე “ბარსა” და ყველაზე მთავარია ეს სიტუაცია შევცვალოთ. ჩვენ ვართ “ბარსელონა” და გავაგრძელებთ წინ სვლას. “ელ კლასიკომდე” კი, ვალდებულები ვართ 6 ქულა ავიღოთ.”

 

ვიქტორ ვალდესი: “დამწუხრებულები ვართ, რადგან ამ მარცხს არავინ ელოდა. გუნდმა კარგად ითამაშა, მაგრამ ჩვენ ვერ გამოვიყენეთ შანსები. ვიცოდით, რომ აქ უნდა გაგვემარჯვებინა, მაგრამ არ გამოვიდა. ახლა მთავარია თავი ხელში ავიყვანოთ და სრული კონცენტრაცია გადავიტანოთ მომავალ დაპირისპირებაზე. შემდეგი მატჩი უკვე კარზე გვაქვს მომდგარი და აუცილებელია ქულების მაქსიმუმის აღება.”

 

დავიდ ვილა: “არ არის აუცილებელი ბოდიშები ვიხადოთ. ჩვენ ბოლომდე დავიხარჯეთ, თუმცა როგორც ჩანს მოგება შეუძლებელი იყო. მთელი მატჩის განმავლობაში ვუტევდით და რამდენიმე კარგი შანსიც გავუშვით ხელიდან. მათ საბედისწერო კუთხურიდან გაგვიტანეს გოლი. “რეალისგან” ქულების რაოდენობით შორს ვართ, მაგრამ ჯერ ყველაფერი წინაა. მადრიდელებთან უახლოეს მომავალში შეხვედრა გვაქვს გასამართი, რომლიც მოგებაც ნამდვილად შეგვიძლია. მთავარია ნაბიჯ–ნაბიჯ წავიდეთ წინ და ყველაფერი იქნება.”

 

მაქსველი: “ჩვენ მეტოქის კარი თავიდანვე უნდა აგვეღო. როდესაც დრო გადის, გოლის გატანა უფრო და უფრო რთულდება. ახლა მთავარია სიმშვიდე შევინარჩუნოთ და მომდევნო მატჩზე ვიფიქროთ. შედარებით უკან ვართ, მაგრამ უნდა ვიპოვოთ ის შეცდომები, რომლებიც დავუშვით და გამოვასწოროთ ისინი.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში