workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვილა: უიღბლობა წარსულს ჩაბარდა

ვილა: უიღბლობა წარსულს ჩაბარდა

ესპანეთის ნაკრების ფორვარდმა დავიდ ვილამ ისაუბრა “ფურია როხაზე”, რომელსაც ფეხბურთის სპეციალისტების უმრავლესობა მსოფლიო ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად თვლის.

მოგეხსენებათ, ესპანეთის ნაკრები 2008 წლამდე დიდ ტურნირებზე უიღბლოდ ასპარეზობდა. “ფურია როხა” ყოველთვის ფავორიტი იყო, მაგრამ გათამაშებას ძალიან ადრე ეთიშებოდა. ორი წლის წინ ეს უსიამოვნო ტრადიცია დაირღვა – პირინეის წარმომადგენლებმა ღირსეულად მოიპოვეს ევროპის ჩემპიონის ტიტული.

“სიტუაცია, რომელიც ნაკრებში იყო, სერიოზულ ცვლილებებს საჭიროებდა,” – განაცხადა დავიდ ვილამ. “საბედნიეროდ, ახლა შეიძლება ითქვას, რომ ამის მსგავსი ფრაზები,  “ესპანეთი კარგ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ სახლში ადრე ბრუნდება”, “ისინი თავს ჩემპიონებად ტურნირის დაწყებამდე თვლიან” ან “ესპანეთს პენალტების სერიაში არ წყალობს ბედი”, წარსულში დარჩა. ვიმედოვნებ, რომ ამჟამინდელი მდგომარეობა მრავალი წლის მანძილზე გასტანს.”

იმავდროულად, კატალონიის “ბარსელონაში” ახლახანს გადაბარგებულმა ფორვარდმა ახსნა, თუ რატომ შეწყდა გამარჯვებების სერია გასულ ზაფხულს კონფედერაციის თასზე, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მატჩში (0:2).

“ამ ტურნირმა გვიჩვენა, რომ არის დღეები, როდესაც მხოლოდ მცდელობა საკმარისი არ არის. არ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენმა გუნდმა ცუდი მატჩი ჩაატარა. ამერიკელების კართან საგოლე მომენტები საკმაოდ მრავლად იქმნებოდა. ჩვენ ეს ეპიზოდები ვერ გამოვიყენეთ, რის გამოც სახლში დროზე ადრე დავბრუნდით.”

ფეხბურთის ისტორიაში მხოლოდ და მხოლოდ ერთხელ იყო, როდესაც ევროპის ჩემპიონმა მიყოლებით მსოფლიო ჩემპიონატიც მოიგო. ეს 1974 წელს მოხდა, როდესაც იმ დროს უძლიერესი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრები პლანეტის საუკეთესო გუნდი იყო. ვილას აზრით, დროა ეს ხანგძლივი პაუზა ესპანეთმა დაარღვიოს. “რეკორდები იმისთვისაა, რომ ისინი კვლავ გამეორდეს. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამას შევძლებთ”, – დაასრულა 28 წლის თავდამსხმელმა.

წყარო: Eurosport.ru

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward