მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კრუიფი: “ვიცი, თუ ვინ იქნება პეპის შემცვლელი”

კრუიფი: “ვიცი, თუ ვინ იქნება პეპის შემცვლელი”

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი, იოჰან კრუიფი, საუბრობს “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ამჟამინდელ დამრიგებელმზე, ხოსეპ (პეპ) გვარდიოლაზე, რომელიც ასევე მისი ახლო მეგობარია. იტყობინება ესპანური პრესა.

 

ლეგენდარული “მფრინავი ჰოლანდიელი” თვლის, რომ “ბარსელონას” მწვრთნელის საქციელი აბსოლუტურად გამართლებულია, როდესაც იგი მხოლოდ თითო-თითო წლით ახანგრძლივებს კონტრაქტს.

 

“ბუნებრივია, რომ პეპ გვარდიოლა კონტრაქტს მხოლოდ ერთი წლით ახანგრძლივებს ხოლმე. ვფიქრობ, ხოსეპი მანამ იქნება “ბლაუგრანას” მწვრთნელის პოსტზე, სანამ ბედნიერია. თუ მოხდება ისე, რომ გვარდიოლა წასვლას გადაწყვეტს, მაშინ ვიცი ვინც შეცვლის მას. ამის შესახებ უკვე ვესაუბრე უახლოეს მეგობრებს, მაგრამ ჟურნალისტებს გეტყვით, რომ ეს არ იქნება მადრიდის “რეალის” ამჟამინდელი დამრიგებელი, ჟოზე მოურინიო”. დაასრულა იოჰან კრუიფმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში