“მოწინააღმდეგეს ყოველთვის თავიდან ბოლომდე ვსწავლობ. აუცილებელია იცოდე, თუ ვის ეთამაშები და რა შეუძლია ამ გუნდს სინამდვილეში. ნებისმიერ მეტოქეს ვაფასებ.”
“როდესაც გუნდში გყავს ისეთი ფეხბურთელი, როგორიც მესია და ის თავის თამაშს აჩვენებს, მაშინ თავისუფლად შეგიძლია მოწინააღმდეგე იხმარო.”
ზემოთ მოყვანილი ორივე განცხადება ხოსეპ გვარდიოლას ეკუთვნის. როგორია ის სინამდვილეში? იბრაჰიმოვიჩმა მას ფილოსოფოსი უწოდა და ზუსტად მიზანშიც გაარტყა. ის ნამდვილი ფილოსოფოსია. ყველაფერი წინასწარ აქვს დაგეგმილი. იცის რა მოხდება ხვალ. იცის პირველ გოლს მეტოქე გაიტანს თუ მისი გუნდი. პეპის მსგავსი ადამიანები არც ისე ბევრი არიან დღევანდელობაში. იგი წინასწარ საზღვრავს ყველაფერს და შემდეგ ამას თავის ფეხბურთელებს უზიარებს. მისი მთავარი დავალებაა შთააგონოს მათ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ესა თუ ის მომენტი. ფილოსოფოსებს კი, ასეთი საქმეები კარგად გამოსდით.
“ჩვენ ბურთის გარეშე არ ვვარჯიშობთ. “ბარსელონას” ვარჯიში უბურთოდ წარმოუდგენელია, რადგან ეს ჩვენი მთავარი იარაღია.”
მან ახალი თამაშის სტილი შექმნა. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ იგი დღემდე იღებს მითითებებს კრუიფისგან, მაგრამ ასე არაა. რა თქმა უნდა ყოველთვის კარგია ნამდვილი პროფესიონალისთვის რჩევის კითხვა, მაგრამ პეპი ახლა თავადაა პროფესიონალი და არავინ არ სჭირდება მითითებების მისაღებად. ხალხის ნაწილი გვარდიოლას ერთ ჩვეულებრივ მწვრთნელად მოიხსენიებს და ისინი ფიქრობენ, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დღევანდელი “ბარსელონათი” წარმატების მიღწევა. ნუთუ გჯერათ ამის? ის ნამდვილი კლასიკოსია. როგორც თავად ამბობს, ფეხბურთში დიდი დრო არ გაქვს და მწვრთნელობა ერთგვარი გამოწვევაა, რათა აჩვენო თუ რა შეგიძლია სინამდვილეში.
“ყოველდღე ვფიქრობ, რომ ეს ჩემთვის ბოლო დღეა. ვფიქრობ, ყველა მმართველობაში მყოფმა ადამიანმა ასე უნდა იფიქროს. მე უფრო თავისუფლად ვმუშაობ, როცა მაქვს საშუალება თავად გადავწყვიტო ჩემი მომავალი. იმიტომ არ მიყვარს გრძელ ვადიანი კონტრაქტები, რომ როდესაც არ მოგწონს სიტუაცია გუდში მაინც უნდა დარჩე, რადგან ეს შენი ნება არაა. ძალიან ვღელავ ამის გამო.”
თითო–თითო წელი…მერწმუნეთ მეგობრებო, ეს ერთ წლიანი კონტრაქტები კიდევ დიდხანს გაგრძელდება. გვარდიოლა ასე ერთი ხელის მოსმით ვერ დატოვებს “ბარსელონას”. იგი ნამდვილი კულეა და “ბლაუგრანა” მის სულშია. არ შეუძლია…უბრალოდ უფლება არ აქვს წავიდეს. უკვე ბევრჯერ გაახარა გულშემატკივარი და კიდევ ბევრჯერ მოუტანს მათ სიხარულს. ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა. მთავარი წარმატება მომავალშია. იმ მომავალში, რომელიც უკვე წინასწარ აქვს დაგეგმილი აქვს ფილოსოფოსს…
