ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ყველაზე უდიდეს დაპირისპირებაში, სადაც ერთმანეთს მადრიდის “რეალი” და კატალონიის “ბარსელონა” შეხვდებიან, “ბლაუგრანა” “ბერნაბეუს” მხოლოდ 701 ადგილის ბილეთს მიიღებს.
ამ ბილეთების 85%–ს “ბარსელონას” გულშემატკივრები შეიძენენ, ხოლო დანარჩენ 105–ს, სხვადასხვა სპორტული წარმომადგენლები. როგორც მოგეხსენებათ, მატჩი 10 დეკემბერს გაიმართება.
ესაა სამართალი? წესით, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, როცა გუნდი თამაშობს მოწინააღმდეგის სტადიონზე, ის იღებს მინიმუმ 3000 ბილეთს მაინც, მითუმეტეს ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაში. რა ვუწოდოთ “რეალის” მხრიდან ასეთ საქციელს?
