გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიის “ბარსელონას” გადაწყვეტილი აქვს დაიბრუნოს 22 წლის ფეხბურთელი ალბერტო ბოტია, რომელიც ამ დროისათვის ხიხონური “სპორტინგის” ღირსებას იცავს.
როგორც Onda Cero იტყობინება, “ლურჯ–ბროწეულისფერთა” ხელმძღვანელობა კმაყოფილია ახალგაზრდა მცველის არსებული ფორმით და თვლიან, რომ მას შესწევს “ბარსას” ღირსების დაცვის უნარი. წინასწარი ინფორმაციით, ალბერტოს სატრანსფერო ფასი 2.5 მილიონ ევროს შეადგენს. ფეხბურთელი 14 წლის ასაკიდან “ბარსელონას” საფეხბურთო სკოლაში იზრდებოდა, ხოლო 2009 წელს ოფიციალურად გადაბარგდა “სპორტინგში”.
თუ ეს არ არის უბრალოდ ჭორი და კატალონიურ გრანდს ნამდვილად სურს ბოტიას დაბრუნება, მაშინ ნამდვილად არ იქნება გასაკვირი, თუ თავად მოთამაშეც დიდი სიამოვნებით დათანხმდება ამ შეთავაზებას.
