არგენტინელი ფეხბურთელი ამ წელს თითო მატჩში საშუალოდ 1.25 გოლს იტანს და ლიდერობს ბომბარდირთა დავაში როგორც ლა ლიგაში, ისე ჩემპიონთა ლიგაში. მისი გოლი “სან სიროზე” გახლდათ პირველი იტალიურ გუნდებთან.
– ლეოს გატანილი პენალტი გახლდათ 25-ე გოლი 20 მატჩში. საშუალოდ 1.25 ერთ შეხვედრაში.
– მესიმ 15 გოლი გაიტანა ლა ლიგაში, 6 ჩემპიონთა ლიგაში, 3 ესპანეთის სუპერ-თასზე, 1 ევროპის სუპერ-თასზე.
– მესი ლიდერობს ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის ბომბარდირთა დავას. ლა ლიგის 12 შეხვედრაში 15 გოლი გაიტანა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის 5 დაპირისპირებაში 6-ჯერ დაამწუხრა მეტოქე.
– მესის ამ დროისთვის 205 გოლი აქვს გატანილი “ბარსას” მაისურით და მხოლოდ 30 ბურთი აშორებს სეზარამდე, რათა კლუბის ისტორიაში საუკეთესო გოლეადორი გახდეს.
– მესი “სან სიროზე” გატანილი გოლით გახდა ბობარდირი სამხრეთ ამერიკელ ფეხბურთელებს შორის, რომელთაც ჩემპიონთა ლიგაზე უთამაშიათ.
– ლიონელის პენალტი იყო პირველი გოლი იტალიური გუნდის კარში.
– პეპ გვარდიოლას “ბარსელონამ” 102 გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე. საიუბილეო მე-100 გოლი კი ვან ბომელის ანგარიშზეა (საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი).
– პეპ გვარდიოლამ გაუსწრო ვან გაალს “ბარსას” მწვრთნელის რანგში მოპოვებული გამარჯვებებით ჩემპიონთა ლიგაზე. ესპანელს 45 შეხვედრაში 27-ჯერ უზეიმია გამარჯვება.
