მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დელ ბოსკე: “ნაკრებში ფეხბურთელების უერთიერთობა გამოსწორდა”

დელ ბოსკე: “ნაკრებში ფეხბურთელების უერთიერთობა გამოსწორდა”

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ, განაცხადა, რომ “ბარსელონასა” და “რეალის” ფეხბურთელების ურთიერთობა საგრძნობლად გაუმჯობესდა, მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებმა ბოლო ორ თამაშში დადებით შედეგს ვერ მიაღწია. იტყობინება ესპანური მედია.

 

“ეს საკმაოდ გრძელვადიანი მგზავრობები იყო, შედეგები კი არც ისე დადებითი. ურთიერთობების თვალსაზრისით დედხნიანმა მოგზაურობამ კარგი შედეგი გამოიღო. აქვე გეტყვით, რომ “რეალისა” და “ბარსელონას” ფეხბურთელებს შორის ურთიერთობა საგრძნობლად გაუმჯობესდა”.

 

“როდესაც ეგ გუნდები ერთმანეთს ხვდებიან, ძალიან ბევრი ისეთი ეპიზოდი ხდება, რაც უთანხმოებას იწვევს, თუმცა ესეთი შემთხვევები ხშირია, რადგანაც საქმე გვაქვს ფეხბურთთან. ეს ფეხბურთელები იცავენ საკუთარი კლუბის ღირსებებს, თუმცა როდესაც საქმე ნაკრებზე მიდგება, ისინი უთანხმოებას დაივიწყებენ და დაეხმარებიან ესპანეთს”. დაასრულა დელ ბოსკემ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში