გასულ უქმეებზე ”ბარსელონამ” 4:0 დაამარცხა ”სარაგოსა”. გთავაზობთ ესპანელი ექსპერტის, მარტი პარარნაუს ანალიზს.
1. დაბრუნდა პიკე-პუიოლი. ისინი მართლაც ძველებურად დაბრუნდნენ. ისინი შეუმჩნეველნი იყვნენ დაცვაში, რაც იმას ნიშნავს, რომ დაბრუნდნენ. პიკე პოზიციაა, პუიოლი კი უსასრულო კონცენტრაცია. ეს დინამიური დუეტია. როცა ისინი ერთად არიან ”ბარსას” თამაშში კვლავ დიდ მნიშვნელობას იღებს პირველი პასის გაკეთება. ბურთი ვალდესს აქვს, ცენტრალური მცველები მას ეხსნებიან და იწყება კოლექტიური მოძრაობა…
2. ”სარაგოსასთან” მატჩი გადაადგილებას ჰქონდა ადგილი. ცენტრალური მცველების პოზიციაზე პუიოლი მარჯვნივ, ხოლო პიკე მარცხნივ იდგა. შემთხვევითობა? ამაში რაღაც არის. ჩვენ არ ვიცით, მაგრამ შეგვიძლია გამოვიცნოთ რით არის ეს ცვლილება გამოწვეული. უახლოესი დღეების განმავლობაში კი ჩვენ ამას გავიგებთ. მათი დაბრუნებით სეზონი მართლაც ნამდვილად იწყება.
3. კვლავ 2-3-3-2, რათა გუნდი 4 ხაზად დაიყოს. კიდევ ერთი ფუნდამენტალური პრინციპი ბოლო პერიოდის: 4 ფეხბურთელი მოედნის ცენტრში (როგორც მინიმუმ). აქედან გამომდინარე შეტევაში მხოლოდ 2 თამაშობს და ისინი ძალიან გახსნილები უნდა იყვნენ: ალექსისი და კუენკა. მათი მისია მოწინააღმდეგის ფლანგიდან გარღვევა იყო.
4. ფლანგზე ალექსისის დავალება მოედნის ცენტრში დიაგონალური გადაცემების გაკეთება იყო. კუენკას დავალება ფლანგზე გარღევვა და მოედნის ცენტრის ალვეშისთვის გათავისუფლება იყო. ისინი საჯარიმოდან ძალიან შორს იწყებდნენ მოძრაობას, ერთი ფლანგზე გარბის, ხოლო მეორე ცენტრში იწევს.
5. კონტრაქტები სხვას აჩვენებენენ, ხოლო ეფექტურობის მაჩვენებელი სხვას. ერთი წლის წინ საუბრობდნენ, რომ კუენკა ”საბადელიდან” აღარ დაბრუნდებოდა. დღეს კი მას ყველა საშუალება აქვს, რომ პირველი გუნდის წევრი გახდეს. ეს არცერთ კონტრაქტში ნახსენები არაა, მაგრამ მისი თამაში ამაზე მიუთითებს.
6. კეიტა მოედანზე სულ უფრო მეტ დროს ატარებს. ის იანვარში გუნდს დატოვებს (აფრიკის თასზე მიემგზავრება), ხოლო პეპი ბუსკეტს დასვენების საშუალებას აძლევს, რომელიც ძლიერ მატჩებში შეუცვლელი ფიგურაა. კეიტა ის ნახევარმცველი არაა, რომელიც ”ბარსას” სჭირდება. ის ვერ მოძრაობს თავისუფლად და ვერ იჭერს რითმს. შეხვედრა მის გარშემო თავისთავად ვითარდება, მისი ჩარევის გარეშე. გუნდში ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს: ბუსკეტს დასვენების საშუალებას აძლევს.
7. შესამჩნევი ზეწოლა ბურთის ართმევის დროს. გუნდი მუდმივად კორექტულად ცდილობს ზეწოლის განხორციელებას და ბურთის კონტროლს. გუნდი ადვილად იბრუნებს ბურთს, რადგან მისი დაკარგვის დროს იმ ადგილზევე ხდება მასიური პრესინგი.
8. ”სარაგოსამ” სესკს დრო აჩუქა, ხოლო მესის სივრცე. კიდევ ერთი დინამიური დუეტი ასეთ შეცდომებს არ პატიობს. გადაკეთებულმა ”მატყუარა ცხრიანმა”, სესკ ფაბრეგასმა დაივიწყა მისი ძველი ფუნქცია, შეტევების წამოწყება და მოირგო იმ ფეხბურთელის ფორმა, რომელიც მუდმივად საჯარიმოში შესვლაზეა დაგეშილი. რეალობამ პროგნოზები შეცვალა, რომელიც პრე-სეზონის დროს მუსირებდა: სესკი შემქმnელი უნდა ყოფილიყო, ხოლო ტიაგო ბოლო პასის გამკეთებელი. ახლა კი ყველაფერი პირიქითაა.
9. ”ორმაგი მესი” უკვე ”ბარსელონას” ტრადიცია ხდება. აღარ არის ერთი ”მატყუარა ცხრიანი”, არის ორი. ერთი იქცევს ყურადღებაs, რითიც მეორეს უთავისუფლებს ზონას. მომეცი სივრცე, ყვირის სესკი. მესი კი მას ამ თავისუფალ სივრცეს უქმნის, საიდანაც ”ფეთქდება” სესკი.


