მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მოურინიო: “იმედი მაქვს, მე და ტიტო ერთმანეთს მივესალმებით”

მოურინიო: “იმედი მაქვს, მე და ტიტო ერთმანეთს მივესალმებით”

მადრიდის “რეალის” პორტუგალიელმა თავკაცმა, ჟოზე მოურინიომ, კატალონიის “ბარსელონას” დამხმარე მწვრთნელს, ტიტო ვილანოვას, უსურვა ძალიან მალე გამოჯანმრთელება. როგორც იცით, ამ უკანასკნელს გლანდების ოპერაცია ჩაუტარდა, რის გამოც გუნდს ვერ გაჰყვა იტალიაში. იტყობინება ესპანური მედია.

 

ტიტო ვილანოვამ რამდენიმე დღის წინ გლანდების ოპერაცია გაიკეთა. პორტუგალიელ მწვრთნელს კი, არცთუ სახარბიელო ურთიერთობა აქვს ხოსეპ გვარდიოლას თანაშემწესთან მას შემდეგ, რაც მოხდა სუპერ-თასის ბატალიებში. შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიომ ტიტოს თვალში თითი ჩააჭირა, რაზეც ვილანოვამ შესაბამისად უპასუხა და თავში ჩაარტყა.

 

“იმედი მაქვს, ტიტო შეძლებს 10 დეკემბერს მადრიდში ჩამოსვლას და ერთმანეთს მივესალმებით”. განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში