მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალეგრი: “ახლა უფრო უკეთ უნდა ვითამაშოთ, ვიდრე კატალონიაში”

ალეგრი: “ახლა უფრო უკეთ უნდა ვითამაშოთ, ვიდრე კატალონიაში”

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლოს წინა ტურის მოახლოებისას, “მილანის” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ, პრესკონფერენცია გამართა და ისაუბრა “ბარსელონასთან” ჩასატარებელ მატჩზე. იტალიელი სპეციალისტის თქმით, მათთვის კასანო დიდი დანაკლისია, მაგრამ მთელი სულით და გულით ელოდებიან შეხვედრას ის ფეხბურთელები, რომლებიც არიან გუნდში, ზლატან იბრაჰიმოვიჩის ჩათვლით.

 

“ვიტყოდი, რომ ჩვენთვის კასანო უდიდესი დანაკლისია, რადგან ის ბრწყინვალე ფორმაში იყო და ბევრ კარგ რამეს აკეთებდა გუნდისთვის. ამის მიუხედავად, დაგვიბრუნდა პატო რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ალექსანდრე ერთ–ერთი მთავარი ფიგურაა “მილანში” და ასეთ მნიშვნელოვან მატჩში მისი ყოლა ცუდი ნამდვილად არაა. ჩვენ სწორად უნდა შევაფასოთ მოწინააღმდეგე და უფრო ყურადღებით უნდა ვიყოთ, ვიდრე კატალონიაში ვიყავით. ახლა უკეთ უნდა ვითამაშოთ, განსაკუთრებით დაცვაში, რადგან ყველამ იცის რას წარმოადგენს “ბარსელონა”. კატალონიელები ამ დროისათვის მსოფლიოში საუკეთესონი არიან. რაც შეეხება იბრაჰიმოვიჩს, ის კარგადაა და ვეღარ ითმენს, ისე უნდა თამაში, როგორც სხვა ყველა ფეხბურთელს. ხვალ საღამომდე სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ, ხოლო მსაჯის სასტვენის შემდეგ კი, 90 წუთი ყველაფერი გავაკეთოთ და წარმატებას მივაღწიოთ. ჩვენი პირველი დაპირისპირება ცოტა არ იყოს და საკვირველი იყო. საწყის 20 წუთში იმდენი საგოლე მომენტი შევქმენით, რაც “ბარსამ” მთელი მატჩის მანძილზე. პირველ წუთზე გოლიც კი გავიტანეთ. ხვალინდელ თამაშში ბურთის ფლობით სავარაუდოდ მეტოქე გვაჯობებს, მაგრამ ეს არ არის ისეთი რამ, რისიც უნდა გვრცხვენოდეს. ეს “ბარსელონაა” და მათ ბურთის კონტროლი კარგი იციან. ძალიან მნიშვნელოვანია წავიკითხოთ მათი თითოეული მოძრაობა. თავად უნდა მივხვდეთ როდის შევუტიოთ და როდის დავდგეთ დაცვაში. ინიესტა ექსტრაორდინალური ფეხბურთელია, ისევე როგორც ჩავი და როდესაც ისინი მოედანზე არიან, თითქოს მათ გუნდს რაოდენობრივი უპირატესობა აქვსო. საბოლო ჯამში, წინ ძალიან საინტერესო და სანახაობრივი დაპირისპირება გველის. შეიძლება იმ შედეგს ვერ მივაღწიოთ, რაც გვინდა, მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის არაფერს დავიშურებთ, მაგრამ ვეცდებით ისე ვითამაშოთ, რომ გულშემატკივარი ნასიამოვნები დარჩეს.” –განაცხადა ალეგრიმ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში