მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რეიციგერი: “ვფიქრობ “ბარსელონა” მოიგებს”

რეიციგერი: “ვფიქრობ “ბარსელონა” მოიგებს”

იტალიური “მილანის” და კატალონიური “ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, მაიკლ რეიციგერმა განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლოს წინა მატჩს, სადაც სწორედ მისი ყოფილი გუნდები ხვდებიან ერთმანეთს, “ბლაუგრანა” მოიგებს. რეიციგერის თქმით, “ლურჯ–ბროწეულისფერები” ამ დროისათვის საუკეთესონი არიან და არ გაუჭირდებათ მეტოქის დამარცხება. ჰოლანდიელის აზრით, მასპინძლები ვერ შეძლებენ თავის დაცვას, რადგან შეტევაზე იქნებიან გადართულები და ხშირად გაეპარებათ მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელები მეკარესთან პირისპირ.

 

“ვფიქრობ “ბარსელონა” გაიმარჯვებს, რადგან მათ უკეთესი გუნდი ჰყავთ და უკეთესადაც თამაშობენ. უკვე ბოლო რამდენიმე წელიწადია არავინ გამოჩენილა, ვინც მათ შეაჩერებს. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ კატალონიელები იგივე ტემპით აგრძელებენ წინსვლას და არ აპირებენ გაჩერებას. “მილანს” ნამდვილად გაუჭირდება მათი შეჩერება. ჩემი აზრით მასპინძლები შეტევაზე იქნებიან კონცენტრირებულნი, რაც გამოიწვევს უკანა ხაზის მოშლას. “როსონერი” წინ წავა და დაცვა უმეთვალყურეოდ დარჩება, ასეთ შანსს კი სტუმრების თავდასხმის ხაზი ხელიდან არ გაუშვებს.” –განაცხადა რეიციგერმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში