დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, ტიტო ვილანოვა გუნდს მილანში ვერ გაჰყვება. ამის მიზეზი გახდა ოპერაცია, რომელიც ვილანოვას Hospital de la Vall d’Hebron-ში ჩაუტარდა.
ვილანოვას ოპერაცია გაუკეთა გუნდმა, რომელიც სპეციალიზირდება ყბებისა და სახის მიდამოებზე.
კლუბი იუწყება და თხოვნით მიმართავს პრესის წამომადგენლებს, რომ გაგებით მოეკიდნონ ხსენებულ მდგომარეობას და არ შეაწუხონ ტიტო ვილანოვა და მისი ოჯახი.


