“ბარსას” თავკაცმა პეპ გვარდიოლამ წინასწარ განსაზღვრა თუ როდის გაიტანდა გოლს ვილია. ესპანელი გუშინ “სარაგოსასთან” მატჩში ძირითადში ვერ მოხვდა. პეპმა იგი შეცვლაზე შეიყვანა.
როცა ვილიამ გუშინ მეოთხე გოლი გაიტანა ყველამ ნახა თუ როგორ აღნიშნა გოლი გვარდიოლამ, მას ძალიან გაუხარდა. “ელ გუახეს” ქონდა ჩავარდნა, იგი ვერ ახერხებდა გოლის გატანას. როცა დავიდი გამოსასვლელად ემზადებოდა, პეპმა მას უთხრა: “დავიდ, დღეს შენ გაიტან”.
თუ არ გინახავთ გოლი შეგიძლიათ ნახოთ აქ.
ეს გოლი მხოლოდ ვილიას დამსახურება არ არის. გოლის გატანაში დიდი წვლილი კუენკამაც შეიტანა. მისი კარგი თამაშის შემდეგ ბურთი “სარაგოსას” ერთ-ერთ ფეხბურთელს მოხვდა და შემდეგ მიუვიდა ესპანელ ბომბარდირს. “ელ გუახემ” ეს შანში არ გაუშვა თავი ძალიან კარგად და ზუსტად დაარტყა, მცველები და მეკარე კი ვერაფერს გახდნენ. როდესაც ფეხბურთელებმა დაამთავრეს ერთმანეთისთვის მილოცვა, მაშინ ვილიამ და გვარდიოლამ შეხედეს და თვალი ჩაუკრეს ერთმანეთს.
