კატალონიის “ბარსელონას” ვიცე–პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბართომეუმ, კომენტარი გააკეთა გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, სადაც მისმა გუნდმა “სარაგოსას” უმასპინძლა და 4:0 გაანადგურა. ბართომეუ ძალიან კმაყოფილია ფეხბურთელების მონდომებით და სანაკრებო ბატალიების შემდეგ ასეთი დამაჯერებელი გამარჯვებით. იგი კმაყოფილია კლუბის თამაშით და სჯერა, რომ ოთხშაბათს გასამართ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში “მილანის” წინააღმდეგ, ისინი ბოლომდე იბრძოლებენ და მოიპოვებენ 3 ქულას.
“ჩვენ ძალიან კარგი რეზულტატი მივიღეთ. გულშემატკივრებმა ნამდვილი სპექტაკლი ნახეს. თითოეულმა ფეხბურთელმა მაქსიმუმი გააკეთა და ბრწყინვალე და დამსახურებული გამარჯვებაც მოვიპოვეთ. რაც შეეხება ოთხშაბათს “მილანთან” გასამართ შეხვედრას, მძიმე მატჩი გველის, მაგრამ იტალიაში მიემგზავრებიან მოთამაშეები, რომლებიც მონდომებულები და დაგეშილები არიან გამარჯვებისთვის.” –ციტირებს ბართომეუს სიტყვებს “ბარსელონას” ოფიციალური საიტი.
