კარლეს პინოსი გახლავთ ის იღბლიანი ტაქსისტი, რომლის მანქანითაც გუშინ ლიონელ მესიმ და ხავიერ მასკერანომ იმგზავრეს. კარლესს თავად არ სჯეროდა მომხდარის. იგი 1,5 საათის განმავლობაში ელოდა თავის რიგს “ელ პრატის” აეროპორტში, რათა მგზავრები გადაეყვანა. “როცა გავაანალიზე, რომ მანქანაში მესი და მასკერანო მესხდნენ, ვერ ვიჯერებდი. ძალიან ავნერვიულდი და ხმას ვერ ვიღებდი.” – განაცხადა გუშინ ტაქსისტმა მედიასთან საუბრისას.
“ისინი წყნარად ისხდნენ, თავიანთ მობილურებს უყურებდნენ და ცოტას საუბრობდნენ. ძალიან დაღლილები ჩანდნენ.” – თქვა აღფრთოვანებულმა კარლესმა. “მგზავრობა დაახლოებით 10-15 წუთს გაგრძელდა, ვინაიდან “სიუტატ ესპორტივა” აეროპორტთან ახლოსაა, ტრასაზე მოძრაობა კი არ არის გადატვირთული.” როგორც გაირკვა, მგზავრობის საფასური ხავიერ მასკერანომ გადაიხადა. “დიახ, მგზავრობის ღირებულება მასკერანომ გადაიხადა – 20 ევრო.”
კარლეს პინოსმა მესი და მასკერანო დანიშნულების ადგილამდე მიიყვანა და ამასთან ერთად, ხელიდან არ გაუშვა მათთან სურათის გადაღების შანსი. “სიმართლე გითხრათ, მესის გადაღებული ფოტო ძალიან კარგი გამოვიდა.” ტაქსისტმა უმალვე დაურეკა თავის ცოლს და მოახსენა მომხდარის შესახებ. “ეს იყო ყველაზე ბედნიერი დღე ჩემს ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც ტაქსისტად ვმუშაობ.”
კარლესს “ბარსელონას” მესამე ვარსკვლავიც შეხვდა მაშინ, როცა მან მესი და მასკერანო დანიშნულების ადგილამდე მიიყვანა. საუბარია ადრიანოზე. რა თქმა უნდა, იღბლიანმა ტაქსისტმა სურათი ადრიანოსთანაც გადაიღო.


