“ბარსელონას” ფეხბურთელს, ტიაგო ალკანტარას არ ესმის მესის კრიტიკოსების: “მის გვერდით ვარჯიში და თამაში სიამოვნებაა.”
ნახევარცმველმა ტიაგო ალკანტარამ, რომელიც ესპანეთის 21 წლამდელთა შეხვედრებში იღებდა მონაწილეობას, პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, თუ რატომ არ ადარდებს მას “ფიფას” ვირუსი. ვარჯიშის შემდგომ პრესასათან საუბრისას მან აღნიშნა: “ის რომ სანაკრებო ბატალიების შემდეგ წარუმატებელ მატჩებს ვატარებდით, არის შემთხვევითობა. ჩვენ გამარჯვების სურვილით ვბრუნდებით. დიდი ბედნიერებაა ის, რომ უამრავ ფეხბურთელს ეძლევა ნაკრებში თამაშის შესაძლებობა. ეს მაჩვენებელია იმ არაჩვეულებრივი სამუშაოსა, რომელსაც კლუბი ატარებს.”
ალკანტარამ, რომელიც პირველი გუნდის წევრი მიმდინარე სეზონის დასაწყისში გახდა, აღნიშნა: “არ ველოდი ერთბაშად ამდენ სათამაშო დროს. სასიამოვნოდ გამაკვირვა წუთების იმ რაოდენობამ, რომელიც მოედანზე დავყავი.” ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასზეც გააკეთა კომენტარი: “სესკი შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელსაც მშვენივრად მეწყობა მეც და გუნდის ყველა ფეხბურთელს.”
დასასრულს ტოაგომ პასუხი გასცა შეკითხვას, რომელიც ლეო მესის ეხებოდა. იგი არ მიიჩნევს, რომ თავის თანაკლუბელს “ბარსადამოკიდებულება” სჭირს. ნახევარმცველის აზრით ნორმალურია ის, რომ მესი უკეთესად თამაშობს “ბარსელონაში”. “”ბარსელონას” თანაგუნდელებს იგი წლების განმავლობაში იცნობს კარგად და მიეჩვია მათ სათამაშო სტილს. მის გვერდით ვარჯიში და თამაში სიამოვნებაა, რადგან მესი უნიკალური ფეხბურთელია. არ მესმის მისი კრიტიკოსების, თუმცა მაინც ვცემ მათ პატივს.” – განაცხადა ალკანტარამ.
