მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
8 წელი “ბარსელონაში” მესის დებიუტიდან

8 წელი “ბარსელონაში” მესის დებიუტიდან

2003 წლის 16 ნოემბერს, ჟოზე მოურინიოს “პორტოს” წინააღმდეგ მატჩში, ფრენკ რაიკაარდმა მოედანზე შეუშვა პატარა არგენტინელი ბიჭი, რომლის სახელი ლიონელ მესია. რამდენიმე წლის შემდეგ ეს პატარა ბიჭი გახდა ლეგენდა, რომელმაც შეცვალა კლუბის ისტორია გატანილი გოლებით, რომელთა წყალობითაც გუნდმა უამრავი ტიტული მოიპოვა.

 

მატჩი ჩატარდა “დრაგაუს” სტადიონზე, სადაც ევრო-2004-ის ფინალური ეტაპის მიღებისთვის ემზადებოდნენ. რაიკაარდმა განაცხადში უამრავი ახალგაზრდა ფეხბურთელი შეიყვანა.

 

მესი მოედანზე მატჩის მეორე ტაიმში შევიდა. ეს წუთები საკმარისი გახდა იმისთვის, რომ ყველას დაენახა, რომ ლეო იმედის მომცემი ტალანტი იყო, თუმცა ცოტა თუ წარმოიდგენდა ბიჭის ნამდვილ პოტენციალს. იმ დროს იგი 16 წლის და 145 დღის იყო, მაისურის უკანა მხარეს მას ეწერა “14” ნომერი – ციფრი, რომელიც ადრე ეკუთვნოდა ლეგენდარულ ფეხბურთელსა და კლუბის მწვრთნლეს, იოჰან კრუიფს. იმ ღამეს გულშემატკივრები ახალი, დიდებული ისტორიის დაწერაზე ოცნებობდნენ. ისტორიის წერა კი უკვე წლებია გრძელდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში