კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ, კომენტარი გააკეთა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მესამე მატჩის შემდეგ, სადაც არგენტინამ საკუთარ მოედანზე ბოლივია მიიღო და მძიმე ბრძოლაში, დიდი გაჭირვებით მოახერხა 1 ქულის აღება. როგორც მოგეხსენებათ, შეხვედრა 1:1 დამთავრდა. მასპინძელთა მხრიდან თავი ლავეციმ გამოიჩინა, როდესაც ანგარიში გაათანაბრა. ასევე ამ დაპირისპირებაში ერთი საინტერესო ფაქტიც დაფიქსირდა. 21–ე წუთზე, ლეო ცენტრიდან დაიძრა, მეტოქის საჯარიმომდე მივიდა და საჯარიმოს ხაზის ოდნავ მოშორებით წააქციეს, თუმცა შეტევა იგუაინმა განაგრძო, რომელმაც გოლიც გაიტანა, მაგრამ მსაჯმა არ ჩათვალა და მესის მოცელვისთვის ჯარიმა დანიშნა.
“მალე ახალი მატჩი უნდა ჩავატაროთ და ამისათვის მზად უნდა ვიყოთ. ბოლივიასთან კიდევ ერთხელ გავუცრუეთ იმედები გულშემატკივარს. ძალიან კარგად მესმის მათი. ვაფასებ, რომ მოთმინებით შესცქერიან ჩემს არც თუ ისე კარგ გამოსვლას ნაკრებში. არ ვიცი ეს სადამდე გასტანს. მე ყველაფერს ვცდილობ და ვაკეთებ. მომდევნო შეხვედრაში აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ამ თამაშშიც გვქონდა 3 ქულის აღების შანსი, მაგრამ არ გაგვიმართლა. მსაჯს იგუაინის გოლი რომ ჩაეთვალა, შემდეგ ყველაფერი სულ სხვაგვარად განვითარდებოდა.” –განაცხადა მესიმ.
იხილეთ მატჩის მიმოხილვა.


