ბოლო დღეებში ალექსისზე ბევრი დაიწერა. ტესტები მან ჩილეში კარგად ჩააბარა, თუმცა გუშინ დღის მეორე ნახევარში ვარჯიშზე დისკომფორტი იგრძნო, რის გამოც მან ურუგვაისთან არ ითამაშა.
მთელი დღის განმავლობაში გუშინ იწერებოდა ითამაშებს თუ არა ალექსისი ურუგვაისთან. საბოლოოდ ყველაფერი იქეთკენ მიდიოდა, რომ მას უნდა ეთამაშა. მატჩის წინ ის მოთელვაზე გავიდა და კარგადაც გახურდა, თუმცა ნაკრების ფიზიოთერაპევტმა ბორგისთან ისაუბრა, რის შემდეგაც გადაწყდა, რომ ალექსისი სათადარიგო სკამზე დარჩებოდა.
ჩილედან მომავალი ცნობები ცოტათი არეულია. ზოგიერთები ამტიკიცებენ, რომ ფეხბურთელმა თავად მოითხოვა სათადარიგოზე დატოვება ფიზიკური კონდიციების გამო. მეორე ცნობა პირველის საწინააღმდეგოა. ამ ინფორმაციით ალექსის სურდა თამაში, თუმცა სათადარიგოზე ის ბორგიმ დატოვა. ფაქტი კი ასეთია, ურუგვაისთან მატჩში ის სათადარიგო სკამზე იჯდა და მატჩის მსვლელობისას არც გახურებულა.
ახლა კი მთავარი საკითხი არის შეძლებს თუ არა ის პარაგვაის ნაკრებთან თამაშს.
