”რომას” თავდამსხმელი ”ბარსელონას” თავკაცთან კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს. ბოიანმა უარყო ის ჭორები, რომ ის გვარდიოლას აკრიტიკებდა.
”მე არასდროს გამიკრიტიკებია გვარდიოლა და ამდაგვარი ჭორები მანცვიფრებს. დარწმუნებული ვარ, რომ ”ბარსელონას” ასეთ გუნდად სწორედ მის გამო გადაიქცა. ის საუკეთესო მწვრთნელია, ვისაც კი ოდესმე ”ბარსელონა” გაუწვრთნია. ბევრმა გაავრცელა ცნობა, რომ იბრაჰიმოვიჩის მსგავსად მეც ვაკრიტიკებდი პეპს. ახლა მშვიდად ვარ, რადგან პეპმა იცის, რომ არასდროს გამიკრიტიკებია ის და არც გავაკეთებ ამას”.

ბოიანი: ”მე არასდროს გამიკრიტიკებია გვარდიოლა”
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.