მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როჩინა “პრემიერ–ლიგას” “ანგრევს”

როჩინა “პრემიერ–ლიგას” “ანგრევს”

რუბენ როჩინა “პრემიერ–ლიგაში” უკვე თავის მეორე სეზონს ატარებს და შესანიშნავად იყენებს იმ ყველაფერს, რაც “ბარსელონას” კანტერაში ასწავლეს. ამ სეზონში, მან “ბლექბერნ როვერსის” მაისურით უკვე 5 გოლის გატანა მოახერხა და ძალიან ბედნიერია. როგორც თავად აცხადებს, ინგლისის ჩემპიონატში ყველაფერი სხვაგვარდაა, ვიდრე ესპანეთში.

 

“ვგრძნობ, რომ ახლა უფრო უკეთ შემიძლია თამაში, ვიდრე ადრე. როდესაც “პრემიერ–ლიგაში” თამაშობ, რაღაც დამატებითი ამბიცია გაქვს. ინგლისის ჩემპიონატში თუ წარმატების მიღწევა გსურს, ყოველთვის ბოლომდე უნდა დაიხარჯო და ეცადო უფრო უკეთესობისკენ შეცვლა. “ბარსელონაში” სიტუაცია ცოტა სხვაგვარად იყო. იქ შენ 70% გიწევდა ერთ პოზიციაზე დგომა. აქ ასე არაა. მთელი მატჩის მანძილზე წინ და უკან უნდა ირბინო თუ წარმატების მიღწევა გსურს. მითუმეტეს რთულია თამაში ძლიერი გუნდების წინააღმდეგ.” –ციტირებს 20 წლის თავდამსხმელის სიტყვებს ბრიტანული გამოცემა Daily Star.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში