მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სამორანო: “ლა ლიგაში”, ადრე უფრო დიდი კონკურენცია იყო”

სამორანო: “ლა ლიგაში”, ადრე უფრო დიდი კონკურენცია იყო”

მადრიდის “რეალის” ყოფილმა თავდამსხმელმა ივან სამორანომ, ესპანურ პრესასთან ინტერვიუში პრიმერა დივიზიონზე ისაუბრა. ჩილელი ფეხბურთელის თქმით, მის დროს ეს ჩემპიონატი ბევრად საინტერესო იყო, რადგან უფრო ბევრი გუნდი იბძოდა გამარჯვებისთვის და კონკურენცია აშკარად დიდი იყო.

 

“დღეს, “ლა ლიგაში” მადრიდის “რეალი” და კატალონიის “ბარსელონა” ლიდერობენ. ჩემპიონატში არ არის არანაირი კონკურენცია, რადგან მესამე ადგილოსანიც კი, ამ ორ გრანდს ქულათა დიდი რაოდენობით ჩამორჩება. ჩემს დროს ყველაფერი სხვაგვარად გახლდათ. აბსოლუტურად ყველა კლუბი იბრძოდა წარმატების მისაღწევად და “პრიმერა დივიზიონის” გამარჯვებულის ბედი ხშირად ბოლო ტურშიც კი წყდებოდა. მაგალითად, “ბლანკოსმა” ორჯერ მოიპოვა “ლა ლიგას” თასი გადამწყვეტ, ბოლო შეხვედრაში. ახლა ჩემპიონატი უფრო უინტერესოა, რადგან მხოლოდ “თეთრები” და “ლურჯ–ბროწეულისფერები” არიან პირველები და ვერავინ ახერხებს მათთვის წინააღმდეგობის გაწევას.” –განაცხადა სამორანომ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში