მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ოსპიტალეტი”–”ბარსელონა”. საინტერესო ფაქტები

“ოსპიტალეტი”–”ბარსელონა”. საინტერესო ფაქტები

 

როგორც მოგეხსენებათ, ორი დღის წინ გაიმართა ესპანეთის თასის 1/16 ფინალის პირველი მატჩი, სადაც “ოსპიტალეტმა” “ბარსელონას” უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. შეხვედრაში ბევრი საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა.

 

–ანდრეს ინიესტამ გაიხსენა “კოპა დელ რეიზე” გოლის გატანის გემო. მან პირველად, “კამპ ნოუზე” “ლევანტეს” კარი აიღო (2003–2004), ხოლო მეორედ, სტუმრად სარაგოსასთან გაიტანა (2006–2007)

–ამ სეზონში ინიესტასთვის ეს რიგით მესამე გოლი გახლდათ. “ბარსას” ნახევარმცველმა ჯერ ესპანეთის სუპერთასზე გაუტანა მადრიდის “რეალს”, ხოლო შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე “ვიქტორიასთან” განახორციელა შედეგიანი დარტყმა.

–ამ სეზონში “ბარსელონას” ნახევარმცველებმა უკვე 15 გოლი გაიტანეს.

–ზედიზედ ოთხი წელია, “ლურჯ–ბროწეულისფერები” ესპანეთის თასის პირველ შეხვედრაში სტუმრად მესამე დივიზიონის გუნდთან არ უშვებენ გოლს.

–გუშინწინდელ მატჩში ბურთის ფლობა “ბარსას” სასარგებლოდ იყო: 64–36%

–პრაქტიკულად არ ყოფილა ბევრი თამაშის წესების დარღვევა: 10–8

–”ბარსელონამ” 23 დარტყმა განახორციელა, მაშინ, როცა მეტოქემ მხოლოდ 4–ჯერ გაგზავნა ბურთი პინტოს კარისკენ.

–გვარდიოლას შეგირდებმა 573 ზუსტი გადაცემა გააკეთეს, ხოლო “ოსპიტალეტის” ფეხბურთელებმა – მხოლოდ 234.

–ჩავიმ 102 ზუსტი პასით გამოიჩინა თავი.

–კარლეს პუიოლმა, ყველაზე მეტჯერ, 8–ჯერ აართვა მოწნააღმდეგეს ბურთი.

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში