კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა და იტალიური “რომას” ამჟამინდელმა ფორვარდმა, ბოიან კრკიჩმა ისაუბრა თავის გუნდზე და ისიც აღნიშნა, რომ “რომას” “ბარსასთან” შედარება არ არის მართებული: “ რა თქმა უნდა ჩვენ სკუდეტოს მოგება გვინდა, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე ან ევროპა ლიგაზე მოხვედრის შანსი გვაქვს. ყველაფერი გაგვაჩნია იმისათვის, რომ კარგი შედეგი გვქონდეს.მე ვფიქრობ, არ არის მართებული, როდესაც “რომას” “ბარსელონას” ადარებენ. ჩვენ საკუთარი თამაშის სტილი გვაქვს და ყველაფერს ვაკეთებთ, რასაც მწვრთელი დაგვავლებს.” დაასრულა ბოიან კრკიჩმა.
ცნობისთვის ბოიანმა 2011 წლის ზაფხულში დატოვა “ბარსელონა” და დედაქალაქურ კლუბს შეუერთდა.
