შჩესნიმ სასტარტოში ადგილი ტერ შტეგენს თავად დაუთმო

შჩესნიმ სასტარტოში ადგილი ტერ შტეგენს თავად დაუთმო

ესპანეთის თასის 1/16-ფინალში “გვადალახარასა” და “ბარსელონას” შორის გასამართი მატჩის (0-2) წინ უცნაური რამ მოხდა.

თამაშის წინა დღეებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ “ბარსელონას” კარს პოლონელი ვოიცეხ შჩესნი დაიცავდა, თუმცა სასტარტო შემადგენლობაში ტრავმიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნებული გუნდის პირველი კაპიტანი მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ვიხილეთ.

Sport-ის ჟურნალისტის, კარლოს მონფორტის ცნობით თავდაპირველი ცნობები სიმართლე იყო და ჰანსი ფლიკი კარში მართლაც ვოიცეხ შჩესნის დაყენებას აპირებდა, თუმცა თავად პოლონელმა გამოთქვა სურვილი, ტერ შტეგენს ეთამაშა. შჩესნის აზრით, ვინაიდან ტერ შტეგენი გუნდის პირველი კაპიტანია და თანაც ტრავმა ცოტა ხნის წინ მოირჩინა, მან თამაში დაიმსახურა.

კატალონიური წყაროს ცნობით შჩესნის ამ საქციელით ჰანსი ფლიკიც და კლუბის ხელმძღვანელობაც ძალიან კმაყოფილი დარჩა.

მარკ-ანდრე ტერ შტეგენი მოედანზე 18 მაისის შემდეგ პირველად ვიხილეთ. ცნობილია, რომ ჟოან გარსიასა და ვოიცეხ შჩესნის შემდეგ ის გუნდის მესამე მეკარედ მიიჩნევა, რის გამოც გერმანელის იანვარში გუნდიდან წასვლა გამორიცხული არაა.

two_wheeler

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (11)

  • me da barca
    schedule 20 დეკ 2025, 18:39

    შტეგომ არსად არ ვაპირებ წასვლასო. აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძსო.

  • nika 54
    schedule 20 დეკ 2025, 12:31

    ისე ფლიკმა კი თქვა, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, დღეს შტეგენი იდგება და ეს არაფერს ნიშნავსო. ანუ მაინც ლაფატკაზე უზის? ისე საკვირველია, გერმანელი რო გერმანელს ვერ უგებს ფლიკმა ხო ყველასთან გამონახა საერთო ენა მიუხედავად იმისა, რომ ძაან მკაცრად ითხოვს დისციპლინის დაცვას და ალბათ მაინც შტეგენშია საქმე. ისიც მახსოვს მესისთან არ ვმეგობრობდიო ერთხელ მიყვირაო ვარჯიშზე. რას არ გაიგებს კაცი თურმე ვარჯიშზე უყვირია კაპიტანს, კაია რო ეს პუიოლს ვერ მოესწრო.

  • Rick Sanchez
    schedule 19 დეკ 2025, 23:17

    არ უნდა ძმაო ამ კაცს თამაში და შეე*ი თუ გინდა😂😂

  • Fc Barca Batumi
    schedule 19 დეკ 2025, 00:43

    შესნიმ თქვა: რა აზრი აქვს ჩემს დგომასო, ბურთი ჩემამდე მაინც არ მოვაო და გავსკდები სიგარეტის წევითო… laughing

  • SHOTEX_ERADZE1992
    schedule 18 დეკ 2025, 21:57

    ტერ შტეგენის გაშვება სისულელე იქნება

  • La Pulga10
    schedule 18 დეკ 2025, 19:27

    შტეგენზე იწერება ვირთხააო ნეტა სიმართლეა,თუ აუგორეს რაღაცა.

  • JasoN
    schedule 18 დეკ 2025, 17:37

    მეკარე უნდა იყოს შტეგენივით ფეხით მოთამაშე ბუფონივით ხაზზე მოთამაშე ოლივერ კანის ხასიათით და ნოიერის გამოსვლებზე თამაშით გამორჩეული. აი ეს არის მეკარის სკილები

  • Fcbarcaforever
    schedule 18 დეკ 2025, 16:20

    Ianvarshi bevri matchis chatareba mogviwevs kvirashi 2jer yoveltvis tan tasis tamashebic gvaq imedia yvela xodze iqneba

  • Frenkie de Jong_
    schedule 18 დეკ 2025, 11:20

    იმენა ჯიგარსონა ტიპია შესნი,
    შესნიზე სუ ის მახსენდება მსოფლიოზე, არგენტინა – პოლონეთზე დიმარია რო ეფინტავა, და მერე ამანაც რო რევანში აუღო

  • El pistolero 9
    schedule 18 დეკ 2025, 10:16

    შესნი პაულინიო, ობამეიანგი ლუკ დეიონგის გზად ადგას. ყველას რომ უყვარს ქომაგებიდან.