დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
გამპერის თასი schedule 22:00

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
2 - 1
ალ აჰლი ლოგო

ალ აჰლი

arrow_forward მატჩ-ცენტრი
აბდელკარიმი 30'sports_soccer რაფინია 45'sports_soccer გორდონი 90+1'close
ზიზო 51'sports_soccer
ჰანსი ფლიკის კომენტარი ბილბაოსთან თამაშის შემდეგ

ჰანსი ფლიკის კომენტარი ბილბაოსთან თამაშის შემდეგ

“ბარსელონამ” ახალ “სპოტიფაი კამპ ნოუზე” პირველად ესპანეთის ჩემპიონატის მე-13 ტურის მატჩში “ბილბაოს” უმასპინძლა და როგორც მოსალოდნელი იყო, დამაჯერებლად მოიგო. მასპინძლებმა სტუმრებს გამანადგურებელი ანგარიშით 4-0 სძლიეს.

4-0, ახალი სტადიონი, ფანები – ყველაფერი იდეალური იყო. ამ მატჩისთვის ძალიან კარგად მომზადებულები ვიყავით.

კარის მშრალად შენახვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ეს თავდაჯერებულობას გვმატებს.

ვფიქრობ, მატჩს ვაკონტროლებდით, გოლი საჭირო დროს გავიტანეთ და საბოლოოდ, გამარჯვება დავიმსახურეთ.

მწვრთნელისთვის ერიკ გარსიას მსგავსი მოთამაშის ყოლა განსაკუთრებული რამ არის.

რა თქმა უნდა, ყოველთვის ბედნიერი ვარ, როდესაც კარს მშრალად ვინახავთ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვანი მატჩების მოგებაა და დღეს ეს გავაკეთეთ.

ბალდე კარგადაა. მეორე ტაიმში მის მიმართ უბრალოდ სიფრთხილე გამოვიჩინეთ.

ყოველთვის მინდოდა, “ბარსა” “კამპ ნოუზე” გამეწრთვნა. როდესაც გერმანიაში ვიყავი, გამუდმებით ამაზე ვფიქრობდი. გულშემატკივრობა წარმოუდგენელია. ოცნება ავისრულე.

ვფიქრობ, ლევანდოვსკი ბოლო დეკადის საუკეთესო თავდამსხმელია.

ვარჯიშებზე მარტინი ცენტრალურ მცველად გამოვცადეთ. ჟერარმა ამას თავი ძალიან კარგად გაართვა.

– განაცხადა “ბარსას” მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა “ბილბაოსთან” დაპირისპირების შემდეგ.

pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (22)

  • azulgerana
    schedule 24 ნოე 2025, 07:48

    ჩელსზე არაფერს ამბობენ ? კარზეა მომდგარი თამაში და არაფერი გაუცხადებიათ?

  • Rick Sanchez
    schedule 23 ნოე 2025, 18:55

    ახალ კამპ ნოუზე უნდა დაიწყოს ახალი ეპოქა.